03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
გამოსახლება ისანში მდებარე ე.წ. სამხედრო ჰოსპიტალიდან

გუშინ გვიან ღამით ხმაური იყო ისანში მდებარე ე.წ. სამხედრო ჰოსპიტალში. 

100-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი შენობის დატოვებაზე უარს აცხადებს.

სხვდასხვა უწყების წარმომადგენლებმა ისინი უახლოეს მომავალში შენობის დაცლის შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს. მათ პირველ ეტაპზე ქირით, აგვისტოდან კი ორხევში მუდმივ საცხოვრებელში გადასვლა შესთავაზეს.

შენობა დევნილთა სამინისტროს ბალანსზეა და აქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება, რის შემდეგაც ბინები დევნილებს უნდა გადაეცეთ.

სოციალურად დაუცველები ე.წ. სამხედრო ჰოსპიტალში 3 წლის წინ შეიჭრნენ.

დღის ამბები