03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
ელექტროსადენებისგან გაჩენილი კვამლის გამო "კომაროვის" სკოლაში სწავლა ჩაიშალა

სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა დღეს "კომაროვის" სახელით ცნობილ 199-ე საჯარო სკოლაში.

წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ერთ-ერთ კლასში ელექტროსადენებისგან გაჩენილი კვამლი გახდა.

სკოლის პედაგოგებმა სასწავლებლის მესამე სართულზე მყოფი ბავშვების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო ბრიგადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სკოლაში ამბობენ, რომ ელექტროსადენები შენობაში ბოლო 50 წელია, არ შეცვლილა.

დღის ამბები