09 სექტემბერი 2026,   08:39
ვრცლად
COVID-19 აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

აჭარის რეგიონში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომელია.

თავად აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მაუწყებელში ეპიდომიოლოგები მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებენ. შემოწმდება კონტაქტში მყოფი ყველა პირი.

აჭარის რეგიონი ამ ეტაპზე კოვიდ ინფიცირების გავრცელების ერთ-ერთი აქტიური კერაა.

დღის ამბები