03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ლილოს დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების გამო ნიკა მელია დავით ნარმანიას აკრიტიკებს

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თბილისის მერია დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.  

ისინი კახეთის გზატკეცილზე, ლილოს დასახლებაში მივიდნენ, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია.

ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, გზის ეს მონაკვეთი 5 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მერიამ ვადა გადასწია და პირობა დადო, რომ გზა 10 მაისამდე მზად იქნებოდა, მაგრამ სამუშაოები ჯერ ისევ არ ჩატარებულა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ განმარტეს, რომ მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი, რის შემდეგაც გამოვლინდება კომპანია და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

დღის ამბები