03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
გოგა ხაჩიძეს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით პარლამენტში კანონპროექტი შეაქვს

თბილისში მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ისევ ითხოვენ. გოგა ხაჩიძის ინიციატივის თანახმად, მარიხუანის მოხმარება სამომავლოდ შესაძლოა, მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელით შემოიფარგლოს.

კანონში ცვლილების ავტორი დეპუტატი უკვე რამდენიმე წელია, ცდილობს, ქვეყანაში მოქმედი კანონი შეიცვალოს.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორშაბათს დარეგისტრირდება. ორშაბათს გაირკვევა, რამდენი მომხრე და რამდენი წინააღმდეგი ეყოლება ინიციატივას პარლამენტში.

10 გრამამდე კანაფის შენახვა, საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობად ითვლება. თუ აღნიშნულს ერთი გრამითაც კი აჭარბებს, მუხლის სიმძიმესთან ერთად იზრდება სასჯელის ზომაც 7-დან 11 წლამდე.

 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები