03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
საქსტატის მონაცემებით, დღეს საქართველოში ყოველი 10 კაციდან 9 დასაქმებულია

მთავრობა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უმუშევრობა საქართველოში შემცირდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ექსპერტები ხელისუფლების პოზიციაზე ეჭვებს გამოსთქვამენ.  

ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპის კლების პარალელურად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, მათი აზრით, არარეალურია.

თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, უმუშევართა რიცხვი 2,2-ით შემცირდა. დასაქმებულებად ის ადამიანებიც მოიაზრებიან, რომელთაც საკუთარ ნაკვეთში მოსავალი მოჰყავთ, თევზაობენ ან უბრალოდ ნახირს მწყემსავს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, შარშან საქართველოში 33 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ახლა უკვე 1 მილიონ 745 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის 90%-ს სამუშაო აქვს, ანუ ყოველი 10 კაციდან  9 დასაქმებულია.

 

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, ლაშა მუმლაძე, ოთარ ჯაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები