03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
თბილისში ხეები მასობრივად ხმება

კუს ტბის ფერდობი ერთ-ერთია, სადაც მარადმწვანე ჯიშებში უკვე ყავისფერი ჭარბობს. ფიჭვების დიდი ნაწილი აქ მთლიანად გამხმარია. სოკოვანი დაავადების გამო მარადმწვანე ხეები, რომლებიც 150-200 წელს ცოცხლობენ, ასეთ მდგომარეობაში 60 წლის ასაკში არიან.

სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო, რომელსაც სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას უკავშირბენ, ფიჭვი მასიურად ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ და გარეუბანში ხმება.

ეს პროცესი მარტივი შესამჩნევია ვაშლიჯვარში, ნუცუბიძის ფერდობზე, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ფიჭვნარში. ასევე ლისის ტბასა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მარადმწვანე მცენარემ ხმობა ბოლო რამდენიმე წელია, ინტენსიურად დაიწყო.

ეკოლოგები და ბიოლოგები თვლიან, რომ შხამ-ქიმიკატები ხმობის პროცესს საბოლოოდ ვერ შეაჩერებს, ამიტომ ქალაქის მწვანე საფარის გადასარჩენად დაავადებული ხეების მოჭრაა აუცილებელი.

ქალაქის მთავრობას წელს 5000-მდე ძირი გამხმარი ფიჭვის მოჭრა აქვს დაგეგმილი.

შავ ფიჭვს, რომელიც სპეციალიტების ვარაუდით, რამდენიმე წელიწადში სრულად გახმება, ქალაქის მწვანე საფარის დაახლოებით 30% უკავია.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები