03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით 2 ივნისს საპროტესტო აქცია იგეგმება

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით 2 ივნისს საპროტესტო აქცია იგეგმება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო მაჭავარიანი, აქციის მიზანს განმარტავს და ამბობს, რომ მთავარი მესიჯი აქციისა არის „არ დაიჭირო!“

„ჩვენ ვითხოვთ, რომ შეწყდეს ადამიანების დაჭერა და ციხეში გაშვება მარიხუანას მოხმარების გამო,“ - განაცხადა მაჭავარიანმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სხვა უფრო მძიმე დანაშაულებებზე გაცილებით დაბალი სასჯელია.

საქართველოს კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება-შენახვისათვის შესაძლოა, 11-წლიანი სასჯელი შეეხოს მოქალაქეს. შსს მუშაობს ახალ კანონზე, რომელიც, ლექსო მაჭავარიანის ინფორმაციით, სასჯელის მხოლოდ 6 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, რაც მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრეებისთვის ასევე მაღალი სასჯელია.

ლექსო მაჭავარიანი ხელისუფლებას წინასაარჩევნოს დაპირების შესრულებას ითხოვს, რომელიც არსებული სასჯელის გადახედვასა და შემსუბუქებას ეხება.

დღის ამბები