03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ფონიჭალის მოსახლეობა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს

ფონიჭალის მოსახლეობა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ მშენებლობის შემთხვევაში მათ საცხოვრებელ სახლებს დანგრევის საფრთხე ემუქრებათ.

აქციის მონაწილეები მაგისტრალის მშენებლობის შეჩერებას ან მათი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივები პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.  

როგორც ადგილობრივები განმარტავენ სამშენებლო სამუშაოებს „აზიის განვითარების ბანკი“ აწარმოებს.  მათი თქმით მოსახლეობამ მიმართა როგორც ფონდს, ისე მერიას, თუმცა არცერთი მათგანი მათ საცხოვრებელი სახლების დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს.  

დღის ამბები