03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები დაიწყო

დღეს სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
საუბარია სამ საარჩევნო უბანზე - მათგან ორი სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში მდებარეობს.

ხმის მიცემის პროცესი აქ ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო. უბნებზე რეგისტირებულია ათას 300-ზე მეტი ამომრჩეველი. მათ არჩევენი ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი საქართველოსა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შორის უნდა გააკეთოთ. დარღვევები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. თუმცა შენიშვნა მიიღო თავისუფალი საქართველოს წარმომადგენელმა, რომელიც უბანზე აგიტაციას ეწეოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები