03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
სოფელ ერგეტაში საკრებულოს შუალედური არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს

საარჩევნო პროცესი ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მშვიდად, ექსცესების გარეშე მიმდიანრეობს. აქ უკვე 4 საათზე მეტია კენჭისყრა ტარდება. უბანზე რეგისტირებულია ათას 152 ადამიანი. 

ამომრჩეველთა აქტიურობა ამ დროის მონაცემებით საშუალოზე მაღალი ფიქსირდება და ის 15 პროცენტს აჭარბებს. ერთმანეთის კონკურენტები აქ ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლები არიან.

პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები