03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
„სამეგრელოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს,“- ცესკო

სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში ამ წუთებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, სამივე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

საარჩევნო პროცეს სამეგრელოში ადგილობრივი 9 არასამთავრობო ორგანიზაციის 52 წარმომადგენელი აკვირდება.

არჩევნებში  კოალიცია ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. 

დღის ამბები