03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ინდოეთი სიცხეს ებრძვის - დაღუპულთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა

ინდოეთში გაუსაძლისი სიცხისაგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა. ქვეყნის სამხრეთსა და დასავლეთ რეგიონებში ტემპერატურამ 50-დან 43 გრადუსამდე დაიწია, თუმცა რეგიონში ისევ ძალიან ცხელა.

საავადმყოფოებში მზის დაკვრისა და გაუწყლოვანების დიაგნოზით ათასობით ადამიანია მოთავსებული.

ზოგიერთ ქუჩაზე სიცხისგან ასფალტი დნება. მთავრობამ ქუჩებში წყლის გაცემის მობილური პუნქტები გახსნა.

სინოპტიკოსების თქმით, უახლოეს დღეებში ტემპერატურა კიდევ დაიწევს, რადგან რეგიონში წვიმებია მოსალოდნელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები