17 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
მაიკ პომპეო: არსებობს რეალური შანსი, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთი იდგეს 

მაიკ პომპეოს განცხადებით, არსებობს რეალური შანსი, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთი იდგეს.

შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონმა და ევროკავშირმა რუსეთს განუმარტეს, რომ ისინი მოსკოვისგან პასუხისმგებელი პირების დასჯას ელიან. პომეპოს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ზომებს მიიღებს ვაშინგტონი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, შტატები მონაწილეობას მიიღებს პროცესში, რომ ასეთი შემთხვევების გამეორების რისკი შემცირდეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ახალი მოდიფიკაციით მოწამლეს, რომლითაც ის თვითმფრინავშივე უნდა მომკვდარიყო.

გერმანელი ექსპერტების ვარაუდით, ასეთი მომაკვდინებელი ნივთიერების გამოყენებით ოპერაციის ჩატარება მხოლოდ სპეცსამსახურებს შეეძლოთ.

დღის ამბები