03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ოჯახური და სხვა სახის ძალადობა-"პოსტსკრიპტუმის" ექსპერიმენტის შემზარავი შედეგები

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში უშუალოდ ჩვენს თვალწინ იღუპებიან ადამიანები, რომელთა გადარჩენაც დიდი ალბათობით შეიძლებოდა. მათი ნაწილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, რომელზეც საზოგადოება შესაბამისად არ რეაგირებს, ნაწილი კი სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევების მსხვერპლი გახდა, სადაც საზოგადოებას ასევე შეეძლო მათი გადარჩენა.

იმის გასარკვევად თუ როგორ რეაგირებს ხალხი მათ თვალწინ მიმდინარე კონფლიქტურ სიტუაციებზე „პოსტსკრიპტუმმა“ სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა. თბილისის ცენტრალურ გამზირზე სპეციალურად დაქირავებულმა მსახიობებმა კამათი და ჩხუბი დაიწყეს. ქუჩური გარჩევისას ერთ-ერთი მოძალადის ხელში დანაც ფიგურირებდა.

ექსპერიმენტმა ცხადჰყო, რომ ჩაგრულის დასახმარებლად მამაკაცები ინიციატივას პრაქტიკულად არ იჩენენ. ახალგაზრდამ, რომელიც მოჩხუბრებს თვალს დიდხანს ადევნებდა საბოლოოდ მაინც გზის გაგრძელება გადაწყვიტა.

2 საათიანი ექსპერიმენტის განმავლობაში პოლიციაში არცერთ გამვლელს არ დაურეკავს.

ავტორი:გიორგი გვიშიანი

დღის ამბები