03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახის წევრები და მათი მოგონებები

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახის წევრები მის ნივთებს და ფოტოებს წლების განმავლობაში ჩუმად, ფარული გზავნილებით აგროვებდნენ. დახვრეტილი და გადასახლებული ნათესავების ბედის გაზიარების შიშით ქაქუცაზე არავინ საუბრობდა.

მისმა შვილიშვილმა საქართველოს განმათავისუფლებელ ბრძოლას შეწირული ბაბუის შესახებ ნამდვილი ამბავი სკოლის დამთავრებისას, ისევ დედისგან მოისმინა. ახსოვს, სტუდენტობისას როგორ შეიკრიბნენ ნათესავები საფრანგეთიდან ჩამოსული ქაქუცას პირველი ფოტოს სანახავად.

ლევილის სასაფლაოზე, ქართველების საფლავებს შორის სიმბოლურად დარჩა ქაქუცას ადგილი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო. 

ავტორი: თაკო მესხი

დღის ამბები