03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
სასჯელაღსრულების N2-ე დაწესებულებაში ბრალდებულმა თავი მოიკლა

სასჯელაღსრულების N2-ე დაწესებულებაში ბრალდებულმა, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა. განცხადებას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

„31 მაისს სასჯელაღსრულებისN2 დაწესებულებაში 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ი.ს.-მ,წინასწარი მონაცემებით, საკნის საპირფარეშოში სუიციდი განახორციელა.

აღნიშნული გარდაცვლილის ოჯახს ეცნობა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

გამოძიებას პროკურატურის ზედამხედველობით საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.
შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.“ - ნათვქმია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები