20 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს

ქუთაისში, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში, ბრალდებულმა წინასწარი მონაცემებით, თავი მოიკლა. ინფორმაციას ადასტურებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პატიმარი გარდაცვლილი გუშინ საკნის საპირფარეშოში ნახეს. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

36 წლის ირაკლი სურმანიძე უკვე გადაასვენეს ბათუმში საკუთარ სახლში. გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს.

დღის ამბები