26 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს - ევროკავშირი ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებაზე ფიქრობს

ბელარუსში საპროტესტო აქცია სახელწოდებით "გმირების მარში" დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. მინსკის ცენტრალურ მოედანზე მობილიზებულია ათეულობით ჯავშანტრანსპორტი, პრეზიდენტის რეზიდენციას კი ჭავლის მანქანები და პოლიციის კორდონი იცავს.

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, შესაძლოა, ორგანიზაციის სანქციების სიის სათავეში ალექსანდრ ლუკაშენკო მოექცეს. საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 21 სექტემბერს იმსჯელებენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ ბელარუსის 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვებულად სვეტლანა ციხანოვკაია სცნო.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები