09 სექტემბერი 2026,   11:23
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის პროცესი დღეს გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების დაშვების საკითხი განიხილება.

ბრალდებულების უფლებადამცველები გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობას დააყენებენ, რადგან მათი თქმით, მტკიცებულებები კანონის დარღვევით არის მოპოვებული.

"მნიშვნელოვანი პროცესია დაცვის მხარისთვის. განიხილება ორივე მხარის, დაცვის და ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაშვების საკითხი. ჩვენ არაერთი შუამდგომლობა გვაქვს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ რიგი მტკიცებულებები არის კანონის უხეში დარღვევით მოპოვებული, ხოლო ნაწილი მტკიცებულებები არარელევანტურია საქმესთან," - აცხადებს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

დღის ამბები