09 სექტემბერი 2026,   11:23
ვრცლად
პანდემიის პირობებში იურიდიული დახმარების სამსახურს ახალი ცხელი ხაზი ექნება და მოსახლეობა უფასო იურიდიულ დახმარებას მიიღებს

იურიდიული დახმარების სამსახურს ახალი ცხელი ხაზი დაემატა. პანდემიის პირობებში  მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც სამართლებლივი დახმარება ესაჭიროება, შეუძლია სწორედ ამ ცხელ ხაზზე დარეკოს. 

იურიდიული დახმარების სამსახური სამართლებლივ დახმარებას გაუწევს მოწყვლად და სოციალურად დაუცველ ჯგუფებს.

"იურიდიული დახმარების სამსახურში სატელეფონო კონსულტაციების ქოლცენტრს დაემატა ახალი ოთხციფირიანი ცხელი ხაზის ნომერი 1485. 

ამიერიდან მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი ტელეფონიდან( როგორც მობილური,  ასევე , საქალაქო) პირდაპირ აკრიფონ ოთხი ციფრი 14 85 და უფასოდ მიიღონ კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე. 

უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაიოლებულია კომუნიკაცია სამსახურის ქოლცენტრთან. 

"გლობალური პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა სატელეფონო და ონალინ კონსულტაციების გაწევა.  ქოლ-ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურს საშუალებას აძლევს უფრო ზედმიწევნით დაიცვას მისი საქმიანობის მთავარი პრინციპი და დროული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს.

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფს და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის მიმართ. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების თორმეტი ბიუროსა და შვიდი საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს. 

დაარსების დღიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეულია 205 ათასზე მეტი კონსულტაცია, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო და ონლაინ–დახმარების მეშვეობით. დისტანციური მომსახურების დაახლოებით 60% სწორედ სატელეფონო კონსულტაციებზე მოდის, დანარჩენი კი სხვადასხვა ონალინ პლატფორმის (ფეისბუკი, სკაიპი, ელფოსტა) საშუალებით ხორციელდება. სამსახურის ვებგვერდზე.

www.legalaid.ge და სოციალური ქსელის გვერდზე facebook/legalaid.ge მუშაობს ონლაინ–ჩათი, რომელსაც მოქალაქეები მათთვის საინტერესო სამართლებრივ კითხვებზე პასუხების მისაღებად მიმართავენ. 
უფასო სამართლებრივი დახმარების ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველდღე, დილის 10-დან 18 საათამდე, შაბათ-კვირის  და დასვენების დღეების გარდა,"- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

დღის ამბები