18 მაისი 2024,   13:40
ვრცლად
ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელიმ ევროპარლამენტის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

ევროკავშირი აქტიურად მოუწოდებს ბელარუსის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციებზე დაპატიმრებული დემონსტრანტები და პოლიტპატიმრები. ჟოზეფ ბორელის განმარტებით, არსებობს წამების 500-მდე დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი.

დღის ამბები