26 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
PCR ტესტირების რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ მზარდია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 16 აგვისტოს შემდეგ, PCR ტესტის ჩატარების რაოდენობა გაზრდილია. მისი თქმით, 16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით, 11,125 PCR ტესტი გაკეთდა. 

"PCR ტესტირების რაოდენობა სადღაც 16 აგვისტოს შემდეგ მზარდია. იყო დაახლოებით 7 ათასი დღეში და 16 სექტემბრის მონაცემებით, ჩატარებული გახლდათ 11,125 PCR ტესტი დღეში," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 5 მძიმე პაციენტია მოთავსებული.

"ამ ეტაპზე გვყავს 32 დადასტურებული პაციენტი. ამ 32 დადასტურებული პაციენტიდან ერთი გახლავთ კვლავ კრიტიკულად მძიმე პაციენტი და მძიმე პაციენტების სია უკვე მოგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, გვყავს 5 მძიმე პაციენტი," - აცხადებს მარინა ეზუგბაია. 

დღის ამბები