03 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
საქართველოს რამდენიმე ქალაქში მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ

მარიხუანის დეკრმინალიზაციის შესახებ დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციტივაზე იმსჯელებენ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

კანონპროექტის მიხედვით გარკვეული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა - შენახვა, ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს.

პარალელურად დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ხვალ მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იგეგმება. 

თბილისთან ერთად საპროტესტო აქციები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მარიხუანას მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და მათი დასჯა ადმინისტრაციული ჯარიმით უნდა მოხდეს. 

დღის ამბები