ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საავტომობილო გზა გადაკეტა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ნაგავსაყრელის მიმდებარედ, რომელიც მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაა, ანტისანიტარიაა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. იმ შემთხვევაში კი, თუ ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ მიიღებს და მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ლოკაციას სპეციალური ხსნარით არ დაამუშავებენ, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
თავის მხრივ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში ამბობენ, რომ ნაგავსაყრელი ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს და ის ცაიშში ყველა წესის დაცვით ფუნქციონირებს.