03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
გორის რაიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება

გორის რაიონის სოფლებში განმეორებული სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირებული კომპენსაცია მათ გასულ წელსაც არ მიუღიათ.
კარბი, მერეთი, კოშკა, გუგუტიანთ კარი და სკრა - გორის რაიონის ეს სოფლები ისევ დაისეტყვა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ზარალი ამჯერად საკმაოდ დიდია. მათი მტკიცებით, სოფლებში ბოსტნეული, კულტურა და ხეხილი თითქმის მთლიანად განადგურებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები