20 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაფინანსებისთვის 36 მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით მსჯელობა ერთდროულად რამდენიმე კომიტეტში იგეგმა.

დღეს პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ძირითადად იმსჯელებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

შსს-ს ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსის ზვიად ოქროპირიძის განცხადებით, 1 აგვისტოდან წლის ბოლომდე, სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსებისთვის აუცილებელი იქნება დაახლოებით 36 მილიონ 743 ათასი ლარის გამოყოფა.

„ფინანსთა სამინიტროს დაევალება ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა, ხოლო მანამდე სამსხურის დაფინანსებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო,“ - განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.

მისივე თქმით, ამ რეფორმის მიზანი არ არის პირობების გაუარესება, პირიქით, მიზანი არის მისი გაუმჯობესება.

ამავე თემაზე
დღის ამბები