03 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
თავისუფალი საქართველოს წევრები მედიკამენტებზე ფასების მომატებას აპროტესტებენ

ბოიკოტი მონოპოლიებს- ამ სლოგანით პარტია თავისუფალი საქართველოს წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. ისინი მედიკამენტებზე არსებულ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას ფასების რეგულირებისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედრებით მედიკამენტები გაცილებით ძვირად იყიდება.

“არც ერთი ყაჩაღი და მძარცველი ისე არ ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას, როგორც სააფთიაქო მონოპოლიები. არის პრეპარატების უმრავლესობა, რომელიც 50 პროცენტიანი დანამატებით იყიდება, ხოლო არის პრეპარატები, 600-700 პროცენტიანი დანამატებით იყიდება მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

მსგავსი აქცია თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

დღის ამბები