03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იგეგმება საქართველოს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში

დღეს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იგეგმება საქართველოს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში.

თბილისში აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მარიხუანას მოხმარება არ უნდა იყოს სისხლის სამართლებრივად დასჯადი.

აქციის მონაწილეების თქმით, მსგავს დანაშაულზე ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ.
მათივე თქმით, კანონმდებლობაში ბევრი შესწორებაა შესატანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები