03 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
"ადვოკატის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული," - ზაზა ხატიაშვილი

”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა” - ამ სახელწოდების პროექტი გაიხსნა დღეს სასტუმრო ”რედისონში”. ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ძირითადი მიმართულებები საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და იურიდიული განათლების ხელშეწყობაა.

ასოციაციის თავმჯდომარის მტკიცებით, კანონი ვერ იცავს ადვოკატს. ხატიაშვილის განმარტებით, ბოლო ხანებში ადვოკატებს მოწმის სტატუსით იბარებენ და აიძულებენ კლიენტის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას, რაც იკრძალება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით.

"მე დავაყენე საკითხი, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული," - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

დღის ამბები