26 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
"მოძრაობა ხალხისთვის" თავმჯდომარე დიდუბე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

"მოძრაობა ხალხისთვის’’ თავმჯდომარე დიდუბე ჩუღურეთის რაიონში, ოქროს უბანში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ანა დოლიძემ მომავალ გეგმებთან ერთად უბნის გამწვანების საკუთარი პროგრამა წარადგინა.

მისი განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს სკვერი და ეს საკითხი თბილისში ძალიან ბევრ უბანს აწუხებს, ის ასევე მოსახლეობას ყოფითი პრობლემების მოგვარებასაც დაპირდა.

„გავხსენი ამ ტერიტორიაზე, ოქროს უბანში 7 პარკის ინიციატივა. ცალსახაა, რომ თბილისში ყველა უბანს სჭირდება თავისი პარკი და 7 ტერიტორია მოვხაზეთ ჩვენ მარცხენა სანაპიროზე, დიდუბე-ჩუღრეთში, სადაც შეიძლება დღევანდელ პირობებში გაიხსნას პარკი. მოძრაობა ხალხისთვის მოსახლეობასთან ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას იყოს მწვანე სივრცე და და ყველას ვინც გარემო ცხოვრობს, გაუუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები