მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია თბილისში - აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან.
აქციის წევრები კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.
„არ დაიჭირო!“ - ამ ლოზუნგით აქციის წევრები ითხოვენ მარიხუანის მოხმარებისთვის გაუქმდეს პატიმრობის შეფარდება და მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი დარჩეს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ მოთხოვნით აქცია უკვე მესამედ იმართება.