საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 294 -ით გაიზარდა და 5254 გახდა, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათი რაოდენობა 1906-ს შეადგენს.
"კვლავ აჭარა ლიდერობს, 66% აჭარიდანაა ანუ 193- პაციენტია, შემდგომ მოდის თბილისი 15%-43 პაციენტი, გურიაში 16 ახალი პაციენტია, იმერეთში 14, სამეგრელო ზემო სვანეთში 11, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 პაციენტი. სულ ეს არის დღევანდელი მონაცემები,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.