20 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
"შეუძლებელი ხდება ადგილზე გეოლოგების ჯგუფის გამგზავრება" - გარემოს დაცვის სამინისტრო ხევსურეთის სტიქიაზე

ხევსურეთში წარმოქმნილ მეწყერულ პროცესებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს წარმომადგენლები ამ ეტაპზე სტიქიურ ზონაში ჩასვლას ვერ ახერხებს.

"ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი არის დაკარგული. ამ ეტაპზე შეუძლებელი ხდება ადგილზე გეოლოგების ჯგუფის გამგზავრება.

"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გაემგზავრება შატილში. ქართველი და ჩეხი გეოლოგების მიერ მოხდება ადგილზე სიტუაციის შეფასება, რისკების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად," - წერია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები