26 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
სომხეთში გენერალური სამხედრო შეკრება ცხადდება - ნიკოლ პაშინიანი

მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სომხეთში გენერალური სამხედრო შეკრება ცხადდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი "ფეისბუქზე" წერს.

"ძვირფასო თანამემამულეებო, სომხეთის რესპუბლიკაში გენერალური სამხედრო შეკრება ცხადდება, გადაწყვეტილება ბრძანების გამოცემის წუთიდან ამოქმედდება. მოვუწოდებ სამხედრო ნაწილებსა და რეზერვს, გამოცხადნენ თავიანთ ტერიტორიულ სამხედრო კომისიებში, ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის და გამარჯვებისთვის," - წერს პაშინიანი

ვითარება კონფლიქტურ რეგიონში დღეს დილიდან დაიძაბა. ორივე მხარემ გამოიყენა მძიმე შეიარაღება. მათ შორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. დაიბომბა რამდენიმე სოფელი.

დღის ამბები