03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
გათავისუფლებული გიორგი გუდაძის პირველი კომენტარი

მოსამართლის გადაწყვეტილებით გიორგი გუდაძემ სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

გიორგი გუდაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს, რომ მისი დაჭერა გარკვეულ პირებს სურთ. თუმცა, მას დღეს მათი ვინაობა არ დაუსახელებია. 

გიორგი გუდაძე აპირებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს - გადაიხადოს გირაო და გამოცხადდეს 2 კვირაში ერთხელ განყოფილებაში და გაიაროს ნარკოტიკული შემოწმება. 

"დამეკისრა ვალდებულებები და შევასრულებ აუცილებლად. 400 წლის წინანდელ დამბაჩაზე მასამართლებენ და რაღაც ჩამიდეს კიდევ ისეთი, თვითონაც რომ არ იციან. არის ვიღაც დავით კიკნაძე, ვინც მონაწილეობდა ჩემს დაკავებაში და, რომელმაც მანახა და მითხრა, აი, ეს გედო მარჯვენა ჯიბეშიო," - აცხადებს გიორგი გუდაძე. 

გუდაძე ჟუნრალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები