03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
პირიქითა ხევსურეთში დაკარგული მამაკაცის ძებნა ისევ ვერ ხერხდება

რთული რელიეფის გამო, კვლავ ვერ ხერხება საჭირო ტექნიკის მიყვანა და მასშტაბური სამაშველო-სამძებრო სამუშოების დაწყება პირიქითა ხევსურეთში.

ორი დღის წინ შატილის თემის სოფელ ხონისჭალიდან, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ჩამოწოლილი მეწყერის ზონაში მაშველები, ადგილობრივებთან ერთად, ცდილობენ დაკარგული გიორგი შეთეკაურის ძებნას.

მდინარე ანზაკის ხეობაში მეწყერული პროცესების შესასწავლად შემთხვევის ადგილზე ჩასვლას გეგმავენ ქართველი და ჩეხი გეოლოგები, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერც ეს ხერხდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სტიქიის ზონაში ამინდის გაუმჯობესებისთანავე გაემგზავრებიან.

დღის ამბები