03 ოქტომბერი 2024,   00:43
ვრცლად
სამართალდამცველებმა 58 წლის მამაკაცი მარილის ფალსიფიკაციის ფაქტზე ამხილეს

სამართალდამცველებმა 58 წლის მარტინ ბ. ფალსიფიკაციის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მარტინ ბ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ საამქროში ორი წლის განმავლობაში კუსტარულად ამზადებდა ჯანმრთელობისთვის საშიშ, ფალსიფიცირებულ ორგანულ მარილს, რომლის რეალიზაციასაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა მარტინ ბ-ს საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, 3 ტონა და 200 კგ დაფასოებული მარილი ამოიღეს.
გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები