03 ოქტომბერი 2024,   00:44
ვრცლად
"ღია მმართველობის პარტნიორობის" კონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ კონფერენციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული რეკომენდაციები ხელისუფლების მისამართით ღია მმართველობასთან დაკავშირებით.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები აცხადებენ, გამჭვირვალობის პრობლემა ამ დრომდე ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაიას განმარტებით, პრობლემები არის სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოქალაქეების უფრო მეტი ჩართულობის თვალსაზრით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილიც გამჭვირვალობის პრობლემაზე საუბრობს, თუმცა მისი თქმით, დღეს ნამდვილად არის უფრო ღია უფრო გამჭვირვალე გარემო.

„დღეს გავქვს უფრო მეგობრული გარემო განსხვავებული აზრების მოსასმენად, მაგრამ მხოლოდ განსხვავებული აზრები არ არის საკმარის თუ ეს აზრები არ იქნება დიალოგის რეჟიმში გადაყვანილი,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ დირექტორის გიორგი კლდიაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია დასრულდეს მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების ახალ კანონზე, რომელიც არის ნაწილი საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამოქმედო გეგმისა.

ამავე თემაზე
დღის ამბები