03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
139-ე სკოლაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მუშაობს

139-ე სკოლაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ. ისინი ბავშვების მოწამვლის მიზეზებს ადგენენ. 

სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და შენობიდან მოსწავლეები გამოიყვანეს. 

139-ე სკოლაში ჯგუფური მოწამვლის ფაქტი დღეს 10 საათზე დაფიქსირდა. 10 წლის მოზარდები შეუძლოდ გაკვეთილის მიმდინარეობისას გახდნენ. 8 მოსწავლეს თავბრუსხვევა, პირღებინება და ზოგადი სისუსტის ნიშნები ჰქონდა.

მოწამვლის ფაქტი დილის 10 საათისთვის დაფიქსირდა. 3 ბავშვი იაშვილის კლინიკაში სასწრაფომ გადმოიყვანა. დანარჩენების გადაყვანაზე კი მშობლებმა განაცხადეს უარი.

დღის ამბები