03 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
„მთავრობა აპირებს გაასხვისოს საქართველოს რკინიგზა," - პაატა დავითაია

პაატა დავითაია აფხაზეთის რკინიგზის მშენებლობას აპროტესტებს.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის თქმით, მთავრობა აპირებს გაასხვისოს რკინიგზა, დაინტერესებულ მხარეს კი რუსული კომპანიები წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში თუ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი აღდგება, საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, - აცხადებს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერი.

„საქართველოს მთავრობა აპირებს გაასხვისოს საქართველოს რკინიგზა. რუსეთის კომპანიები დაინტერესებულნი არიან შეისყიდონ,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა მოუწოდა ყველას, ვინც ეთანხმება ამ მოსაზრებას, შეუერთდნენ და მიაწოდონ თავიანთი კოორდინატები.

„აქციის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში, მოვაწყოთ მჯდომარე აქცია ენგურის რკინიგზის ხიდზე და გადავკეტოთ ის,“ - განაცხადა დავითაიამ.

 

დღის ამბები