03 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
თურქეთში საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

თურქული მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ანტალიის რეგიონში ერთერთ აგარაკზე ჩატარდა. დაკავებულია 8 კაციან ჯგუფი, რომელთა შორის 7 ეროვნებით ქართველია, არიან ქალებიც.

გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავეთა ჯგუფი, იმ მოქალაქეებზე აწარმოებდა თვალთვალს ვისაც ბანკიდან დიდი თანხა გამოჰქონდა, მას შემდეგ კი რაც ბანკის კლიენტი აღნიშნულ თანხას მანქანაში ტოვებდა ისინი მანქანის ფანჯრებს ამსხვრევდნენ და თანხას იტაცებდნენ.

ეჭვმიტანილის კვალზე პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე იდენტიფიცირებული ავტომობილის მეშვეობით გავიდა. 

აგარაკზე ჩხრეკისას აღმოჩენილია 74 ათასი ლირა და ძვირფასი ნივთები.

დღის ამბები