03 ოქტომბერი 2024,   00:43
ვრცლად
თეატრალური უნივერსიტეტის რექტორისა და მისი მოადგილის - მანანა ბერიკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორმა" და თეატრალური უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულმა პროფესორ-მასწავლებლებმა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს ნეპოტიზმსა და ყალბი დიპლომების გაცემაში ადანაშაულებენ და კულტურის მინისტრს რექტორის გადაყენების მოთხოვნით მიმართავენ.

„ჩვენ უსამართლოდ გამოყრილი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც იმიტომ გამოგვყარეს რომ რექტორის თაღლითურ სქემაში არ მივიღეთ მონაწილეობა, ვითხოვთ რექტორის გათავისუფლებას და სამსახურში აღდგენას,“ - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მარინა მიქაუტაძე.

აქციის მონაწილეებს პრეტენზიები რექტორის მოადგილესთან მანანა ბერიკაშვილთანაც აქვთ და მის გათავისუფლებასაც მოითხოვენ.

დღის ამბები