ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 9 753-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 348 ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 5235 გახდა.
ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით გარადაცვლილთა რაოდენობამ დღეს კიდევ -ით მოიმატა, საერთო ჯამში ვირუსს უკვე 62 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში - 5 655 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, COVID სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 230-ია.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.