03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
139–ე სკოლაში შექმნილ ვითარებას ეპიდემიოლოგები სწავლობენ

სხვადსასხვა კლასში  ბავშვების ჯგუფური მოწამლვლის ფაქტის დაფიქსირების შემდეგ 139-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. იაშვილის კლინიკაში მკურნალობა სხვდასხვა კლასის 8 მოსწავლეს ჩაუტარდა. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვითარების გარკვევის მიზნით ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. სკოლის დირექტორი ინტოქსიკაციის ფაქტს გამორიცხავს და მომხდარს მოსწავლეების პანიკას უკავშირებს, ამ პოზიციას კატეგორიულად გამორიცხავენ მოწამლული ბავშვების მშობლები.

რამ გამოიწვია 139-ე სკოლაში ბავშვების ჯგუფური ინტოქსიკაციის ფაქტი ამაზე ჯერ პასუხი არ აქვთ სპეციალისტებს. სკოლაში მომხდარ ინციდენტს სამი უწყება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები სწავლობენ. 

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, სოფო ვარდიაშვილი, მამუკა ჯანაშია, ზურა მანაგაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები