03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
"ძალიან საეჭვოა იმ ვერსიის მიღება, რომ ეს იყო უჰაერობის შედეგი,"-ეკა სანებლიძე მოსწავლეების ცუდად გახდომაზე

ჯანდაცვის სპეციალისტები დამაჯერებლად არ მიიჩნევენ იმ მოსაზრებას, რომ პანიკამ ან ემოციურმა ფონმა 139-ე სკოლის მოსწავლეების ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია. მათი თქმით, შეუძლებელი იყო სხვადასხვა კლასის მოსწავლეებზე ემოციურ ფონს ასეთი შედეგი გამოეწვია.

"ძალიან საეჭვოა ამ ვერსიის მიღება, რომ ეს იყო უჰაერობის შედეგი. ყურადღება უნდა მიექცეს, ხომ არ მოხდა შენობაში გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ხომ არ მოხდა ისეთი ნივთიერებების მოხმარება, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იყოს,"- განაცხადა "ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის" დამფუძნებელმა ეკა სანებლიძემ.

"კავკასიის უნივერსიტეტის" ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვახტანგ სურგულაძე მიიჩნევს, რომ მომხდარი არაორდინალურია და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი შესწავლა. 

"ფაქტი არაორდინალურია. უნდა მოხდეს შესწავლა, რატომ მოხდა ეს,"-განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ. 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები