03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში 5 ოჯახი დაზარალდა

კოკისპირული წვიმის შედეგად 5 ოჯახი დაზარალდა თბილისში. წყნეთის ხევში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა.

დაზარალებულები გვიან ღამით ვაკის გამგებელმა მოინახულა და მათ დახმარებას დაჰპირდა. ამ ეტაპზე ხუთივე ოჯახი დატბორილი სახლებიდან უკვე გაყვანილია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები