06 მაისი 2024,   00:41
ვრცლად
COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში 37 მილიონს უახლოვდება

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში 37 მილიონს უახლოვდება. ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვებს ისევ ამკაცრებენ.

დღეიდან ჩეხეთში ორი კვირის განმავლობაში რესტორნები და ბარები საღამოს 8 საათზე დაიხურება, ორშაბათიდან კი უნივერსიტეტები, კინოთეატრები, საცურაო აუზები და სავარჯიშო დარბაზები შეწყვეტენ მუშაობას. 30 ადამიანზე მეტის დასწრება იკრძალება ქორწილებში.

მაღალი რისკჯგუფის მქონე ქვეყნებთან ფრენებს შეზღუდავს რუმინეთი. პარალელურად კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვის ზრდის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა პარიზის სამედიცინო დაწესებულებები.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში რუსეთში 191, თურქეთში 58, სომხეთში 9, აზერბაიჯანში კი 1 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები