03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
"აქ გამორჩეულად ნიჭიერი და გენიოსი ხალხი მუშაობს," - ირაკლი ღარიბაშვილი დელტაზე

პრემიერ მინისტრი და თავდაცვის მინსიტრი დელტას ეწვივნენ. სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ისინი მინსტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად მივიდნენ და ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია დაათვალიერეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ დელტას მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე უნდა გავიდეს. 

"ეს არის ძალიან დიდი კაპიტალი. აქ გამორჩეულად ნიჭიერი და გენიოსი ადამიანები მუშაობენ. ჩვენ საქართველოს მთავრობა ხელს შევუწყობთ ამ დარგის განვითარებას. გარდა იმისა, რომ დელტას მიერ წარმოებული ტექნოლოგიებით საქართველო მომარაგდეს უნდა მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა," - აცხადებს ღარიბაშვილი. 

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კი ჟუნრალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ დელტას უკვე დასრულებული 15 ახალი სამხედროს პროდუქტი აქვს მზად. თუმცა არის სხვა პროექტებიც, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.  

დღის ამბები