03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სხვადსხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოში გაეროს ელჩთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით კი კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციას გახსნის.

ღონისძიება მსფოლიოს 100 ქვეყანაში ტარდება და მასში 10,000- მდე მოქალაქე იღებს მონაწილეობას. წელს ღონისძიებას საქართველოც უერთდება, რომელშიც მონაწილეობას იღებს 120-მდე მოქალაქე საქართველოს ყველა რეგიონიდან. "კონფერენციის მონაწილეებს კლიმატის ცვლილებების შესახებ მოკლე ვიდეორგოლების მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდებთ,

ამასთან, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე თვინინგის პროექტის - "საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება" - დახურვის ღონისძიება გაიმართება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა" (UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი სლოგანი "იცოდე მეტი გარემოზე" სწორედ დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსების მოხმარებას უკავშირდება.

თარიღის აღნიშვნა სათავეს 1972 წლის 15 დეკემბერიდან იღებს, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.

ამ დღეს სტოკჰოლმში გაეროს კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

დღის ამბები